დღეს ჩვენი ტრენინგის ბოლო დღეა, წარმოვადგინეთ პრეზენტაცია ჩვენს მიერ შესრულებული პროექტისა, მივიღეთ კომპეტენტური რჩევები ტრენერისა და ოპონენტებისგან, გავითვალისწინეთ მათი რჩევები, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ შემდგომი მუშაობისთვის.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ლალის იმ სითბოსა და გულისხმიერებისთვის, რასაც იჩენდა თითოეული ჩვენთაგანის მიმართ მთელი ტრენინგის მანძილზე, ვისურვებდი ამ ქალბატონთან კვლავ შეხვედრას სამუშაო თვალსაზრისით, რადგან მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა.
Saturday, December 17, 2016
Friday, December 16, 2016
მე-8 დღის რეფლექსია
დღეს შევქმენით პორტფოლიო, დავდეთ შეფასების რუბრიკები ჩვენს დრაივზე, გავეცანით კითხვარს დიფერენცირებული სწავლების შესახებ და დავასრულეთპროექტის შაბლონზე მუშაობა
Thursday, December 8, 2016
მე-6 დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული და ამავე დროს საინტერესოდ წარიმართა, ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ საავტორო უფლებები, ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე და გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს
Sunday, December 4, 2016
მე -5 დღის რეფლექსია
ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე,გადმოვიტანეთ ინტელის ლოგო ბლოგზე, ვისწავლეთ გვერდების ჩამატება,სამუშაო იყო შრომატევადი, მაგრამ ძალიან საინტერესო
Saturday, December 3, 2016
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი
- რა არის გმირობა?
თემატური
- რომელ საუკუნეში მოღვაწეობდნენ ჟანა დ'არკი და ქეთევან დედოფალი?
- შეუწყო თუ არა ხელი მე-15 და მე-17 საუკუნეებში შექმნილმა მძიმე სოციალ-პოლიტიკურმა ვითარებამ მათ მოწამეობრივ სიკვდილში?
შინაარსობრივი
- ჟანა დ'არკის და ქეთევან დედოფლის მაგალითების საფუძველზე დღევანდელ რეალობაში რომელი გმირი ქალების დასახელება შეიძლება?
- ზოგადად, როგორი გმირობის გამოვლენაა მართებული დღევანდელ სიტუაციაში
Friday, December 2, 2016
პროექტის მიზნები
- მოსწავლეები მოიძიებენ ცნობებს მე-15 და მე-17 საუკუნეების იმ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე, რომლებშიც გმირ ქალებს-ჟანა დ'არკს და ქეთევან დედოფალს უხდებოდათ ცხოვრება და და მოღვაწეობა
- მოახდენენ მოპოვებული ინფორმაციის კლასიფიკაციას
- კრიტიკული ანალიზისა და დასკვნების საფუძველზე მოახდენენ შედარებას თანამედროვე ეპოქასთან, გამოყოფენ თანამედროვე ქალების როლს რეალურ ცხოვრებაში და მოახდენენ მათ პასუხისმგებლობებთან ადაპტაციას
მოპოვებული მასალის საფუძველზე შექმნიან პრეზენტაციას და წარადგენენ აუდიტორიის წინაშე
21 საუკუნის უნარები
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
●
იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა
წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
●
სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის
დემონსტრირება;
●
საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის
მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
● პასუხისმგებლობების
გაზიარება მუშაობის პროცესში.
საინფორმაციო წიგნიერება
● ინფორმაციის
ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის
ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
● ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების
საფუძვლიანი ცოდნა.
მოქნილობა და ადაპტაცია
● განსხვავებულ
როლებსა და პასუხისმგებლობებთან ადაპტაცია;
● გაურკვეველ
სიტუაციებსა და პრიორიტეტების ცვლილების გარემოში ეფექტურად მუშაობა.
Saturday, November 26, 2016
მეორე დღის რეფლექსია
ვიმუშავეთ ბლოგებზე, შევქმენით ახალი, გავეცანით პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს, შევქმენით ბროშურა, რომელსაც დავამთავრებთ ხვალ, გავუზიარეთ ერთმანეთს პროექტის იდეები და ტრენერისგან მივიღეთ შესაბამისი რეკომენდაციები.
Friday, November 25, 2016
გმირი ქალები
მსოფლიოსა და საქართბელოს ისტორიამ ბევრი გმირი ქალის სახელი შემოგვინახა, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს საკუთარი ქვეყნის ისტორიაში,საილუსტრაციოდ , ორი მათგანის დასახელებაც იკმარებდა-ქეთევან დედოფლის და ფრანგი ჟანა დ'არკის. ისინი სხვადასხვა ეპოქის შვილები იყვნენ, მათი მოწამებრივი სიკვდილიც სხვადასხვა გარემოებებმა განაპირობა.
პროექტის მიზანია, ერთის მხრივ მოსწავლეებმა კრიტიკული ანალიზის საფუძველზე მოიძიონ ცნობები და გამოიკვლიონ იმ ეპოქების სოციალ-პოლიტიკური ვითარება, რომელშიც მათ უხდებოდათ მოღვაწეობა და რამაც დიდი როლი ითამაშა მათ წამებაში, და მეორე- თანამედროვე რეალობაში, არის კი ადგილი ამ დიდებული ქალბატონებისა? ან მსგავს სიტუაციაში 21 საუკუნეში, მოიქცეოდა ისევე თანამედროვე ქალი?
პროექტის მიზანია, ერთის მხრივ მოსწავლეებმა კრიტიკული ანალიზის საფუძველზე მოიძიონ ცნობები და გამოიკვლიონ იმ ეპოქების სოციალ-პოლიტიკური ვითარება, რომელშიც მათ უხდებოდათ მოღვაწეობა და რამაც დიდი როლი ითამაშა მათ წამებაში, და მეორე- თანამედროვე რეალობაში, არის კი ადგილი ამ დიდებული ქალბატონებისა? ან მსგავს სიტუაციაში 21 საუკუნეში, მოიქცეოდა ისევე თანამედროვე ქალი?
Subscribe to:
Posts (Atom)