დღეს ჩვენი ტრენინგის ბოლო დღეა, წარმოვადგინეთ პრეზენტაცია ჩვენს მიერ შესრულებული პროექტისა, მივიღეთ კომპეტენტური რჩევები ტრენერისა და ოპონენტებისგან, გავითვალისწინეთ მათი რჩევები, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ შემდგომი მუშაობისთვის.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ლალის იმ სითბოსა და გულისხმიერებისთვის, რასაც იჩენდა თითოეული ჩვენთაგანის მიმართ მთელი ტრენინგის მანძილზე, ვისურვებდი ამ ქალბატონთან კვლავ შეხვედრას სამუშაო თვალსაზრისით, რადგან მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა.
პროექტზე დაფუძნებული სწავლება
ინტელის სასწავლო კურსი
Saturday, December 17, 2016
Friday, December 16, 2016
მე-8 დღის რეფლექსია
დღეს შევქმენით პორტფოლიო, დავდეთ შეფასების რუბრიკები ჩვენს დრაივზე, გავეცანით კითხვარს დიფერენცირებული სწავლების შესახებ და დავასრულეთპროექტის შაბლონზე მუშაობა
Thursday, December 8, 2016
მე-6 დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული და ამავე დროს საინტერესოდ წარიმართა, ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ საავტორო უფლებები, ვიმუშავეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე და გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს
Sunday, December 4, 2016
მე -5 დღის რეფლექსია
ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე,გადმოვიტანეთ ინტელის ლოგო ბლოგზე, ვისწავლეთ გვერდების ჩამატება,სამუშაო იყო შრომატევადი, მაგრამ ძალიან საინტერესო
Saturday, December 3, 2016
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი
- რა არის გმირობა?
თემატური
- რომელ საუკუნეში მოღვაწეობდნენ ჟანა დ'არკი და ქეთევან დედოფალი?
- შეუწყო თუ არა ხელი მე-15 და მე-17 საუკუნეებში შექმნილმა მძიმე სოციალ-პოლიტიკურმა ვითარებამ მათ მოწამეობრივ სიკვდილში?
შინაარსობრივი
- ჟანა დ'არკის და ქეთევან დედოფლის მაგალითების საფუძველზე დღევანდელ რეალობაში რომელი გმირი ქალების დასახელება შეიძლება?
- ზოგადად, როგორი გმირობის გამოვლენაა მართებული დღევანდელ სიტუაციაში
Subscribe to:
Posts (Atom)